ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19097

ფაქტი 19097

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი საზოგადოების სკოლებში მეურნეობისა და ხელოსნობის გაკვეთილების ჩატარების შესახებ. საკითხის გარკვევა, შეფასება და შემდეგ მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას: ალექსანდრე მდივნის, ლუარსაბ ბოცვაძის, დავით კარიჭაშვილის, სერგი გორგაძისა და გრიგოლ ბურჭულაძის შემადგენლობით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19097; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .