ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19098

ფაქტი 19098

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი, თუ რა ნაკლოვანება ჰქონდა სკოლის პროგრამას და როგორ შეევსოთ იგი. საკითხის გარკვევა, შეფასება და შემდეგ მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას შემდეგი პირების შემადგენლობით: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე და გრიგოლ ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19098; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .