ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19269

ფაქტი 19269

1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საზოგადოების მიბარებულ ქონებას განაგებს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭო წერა-კითხვის საზოგადოების სამ წარმომადგენელთან ერთად, რომლებსაც უფლება ეძლევათ თუ არ დაეთანხმებიან საბჭოს რომელიმე დადგენილებას მიბარებული ქონების შესახებ, წერა-კითხვის საზოგადოებაში აღძრან საკითხი და ორივე საზოგადოების შეერთებული კრება განიხილავს მას. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19269; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .