ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19320

ფაქტი 19320

1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ სკოლაში უნდა მიეწვიათ გარეშე უწყების სკოლიდან მასწავლებელი და მისთვის სხვა ადგილას ნამსახურობის გამოცდილება ჩაეთვალათ. ასევე გამგეობას უფლება უნდა ჰქონოდა სურვილისამებრ მიეღო გადაწყვეტილება ჩაუთვლიდა თუ არა მიწვეულ მასწავლებელს სხვა უწყებაში მუშაობის გამოცდილებას. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19320; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .