ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19370

ფაქტი 19370

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. მთხოვნელები: გიგოლი ლომაშვილი, ქრისტო ლომაშვილი, გიორგი ლომაშვილი, მიხაილ ლომაშვილი, შიო ლაპიაშვილი, გიორგი ოთარაშვილი, მათე ოთარაშვილი, ივანე ბაბუციშვილი, მაქსიმე ბაბუციშვილი, მიხეილ ბაბუციშვილი, აბრამ ბაბუციშვილი, ნიკოლაი ფოლადაშვილი, ირაკლი ფოლადაშვილი, ალექსანდრე ფოლადაშვილი, დიმიტრი ფოლადაშვილი, დიმიტრი ბაჩალიაშვილი, ალექსანდრე ბაჩალიაშვილი, სტეფანე ბაჩალიაშვილი, ივანე ბაჩალიაშვილი, ისაკო ბაჩალიაშვილი; ჩამოთვლილ პირთა ნაცვლად ხელს აწერს ვასილ იზაშვილი; საბუთისა და ხელმომწერთა ნამდვილობას ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19370; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .