ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19432

ფაქტი 19432

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, იმ საკითხების შესახებ, რომელთა გადაწყვეტაც განყოფილების უფლებას აღემატებოდა გამგეობას უნდა მოხსენებოდა. თითოეულ განყოფილებას დაწვრილებით უნდა შეედგინა სხდომების ოქმები და არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრამდე მოქმედების ანგარიშთან ერთად გამგეობისთვის წარედგინა განსახილველად. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19432; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .