ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, საადმინისტრაციო განყოფილების (სექციის) შემადგენლობაში შედიოდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი, მოლარე, უძრავ ქონებათა გამგე, იურისტი და გამგეობის ორი წევრი (გამგეობის არჩევით). ხოლო სხვა განყოფილებები გამგეობის თითო და საზოგადოების ხუთ-ხუთი წევრისგან შედგებოდა. განყოფილებებს თავმჯდომარეობდნენ გამგეობის წევრები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19437 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19437]; წვდომის თარიღი: 2020-09-29