1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ანასტასია წერეთელმა, რომ სურდა გამოეცა მისი მეუღლის, გიორგი წერეთლის თხზულება „ლომ-კაცი“, რომელიც მხოლოდ საზოგადოების ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა და ამიტომ გამგეობას სთხოვა ერთი კვირით დაეთმოთ მისთვის ეს წიგნი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19782 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19782]; წვდომის თარიღი: 2020-06-06