1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ არისტოფანე რამინიშვილის მოხსენება სკოლის ვითარების შესახებ. გამგეობამ საკითხის გამოძიება და მომდევნო სხდომაზე მოხსენების გაკეთება ალექსანდრე ყიფშიძესა და ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19877 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19877]; წვდომის თარიღი: 2021-04-17