1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ კარბელაშვილმა გამგეობას მიმართა თხოვნით, რომ მისგან შეეძინათ მის მიერ წარმოდგენილი წიგნები. გამგეობამ წიგნების არჩევა დავით კარიჭაშვილსა და სერგი გორგაძეს დაავალა, რის შემდეგ მათ არჩეულ წიგნებში ვ. კარბელაშვილს 3 თუმანი მისცეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19880 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19880]; წვდომის თარიღი: 2020-08-06