ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19906

ფაქტი 19906

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ბათუმის განყოფილებას ორჯერ უთხოვია გამგეობისთვის გადაეცათ ის 952 მანეთი, რომელიც საზოგადოებას დავით ეპისკოპოსმა შესწირა ბათუმში მაჰმადიანთათვის სკოლის დასაარსებლად. საკითხი გამგეობამ 1911 წლის 6 დეკემბერს განიხილა და იპოლიტე ვართაგავას დაავალა, რომ ეპისკოპისი დავითისთვის ეცნობებინა მათი დადებითი პასუხი სკოლის გახსნის თაობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19906; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .