ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19922

ფაქტი 19922

1898 წლის 3 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაიანგარიშა ნოემბრის თვის ხარჯი, რამაც სულ შეადგინა 254.96 მანეთი. აქედან 2 მანეთი გაიღეს როინაშვილის ქონების დასამტკიცებლად მარკისთვის და კანცელარიისთვის, ასევე გადაიხადეს ილარიონ ჭეიშვილთან გასაგზავნი წიგნების 99 კაპიკი და ვასილ ბეჟანეიშვილთან – 1 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19922; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .