ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 200

ფაქტი 200

1926 წლის კომუნისტში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პასუხად მენშევიკურ დონ კიხოტებს", რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ მენშევიკები პოლიტიკურ-იდეოლოგიურად გაკოტრდნენ. სწორედ ამ დროს ბათუმში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიჭირა კ.სალუქვაძე, არალეგალურად ჩამოსული ემიგრაციის დავალებით,  მენშევიკური პროპაგანდის მიზნით. მის შესახებ პარიზში ნოე რამიშვილმა თავის ჟურნალში დაწერა: „ბოლშევიკებმა დაატუსაღეს ბრძოლაში გამობრძმედილი ცნობილი სოციალ-დემოკრატი და რევოლუციონერი კ. სალუქვაძე (კოწია)”.  მაგრამ იმ დროისათვის სალუქვაძე უკვე ცნობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და დიდი ბრძოლა გააჩაღა პროლეტარიატის დიქტატურის დასაცავად, რის გამოც რამიშვილმა განაცხადა: „სალუქვაძე ჩაეფლო ღრმა წუმპეში, გატყდა, დაეცა. საერთოდაც, ის არასდროს ყოფილა დიდი რევოლუციონერი", მისი თქმით, პარტიის გაჭირვების ჟამს, ყოველთვის განზე იდგა.

წელი:
1926
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
პირადი ურთიერთობა
წყარო:
კომუნისტი, 1926 | 14 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 200; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .