ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20103

ფაქტი 20103

1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე განიხილეს სია იმ წიგნების, ხელნაწერებისა და მინიატურებისა, რომლებიც ლაიფციგში გამოფენისთვის უნდა გაეგზავნათ. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, მდივანი იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, გამგეობის წევრები ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, კორნელი სამსონის ძე კეკელიძე და ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20103; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .