საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ განიხილა ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების გამგე კომიტეტის წინადადება გიმნაზიაში მეთვალყურის დანიშვნის შესახებ და დაადგინა მეთვალყურე დაენიშნათ და მუზეუმის შესასვლელი კარები გაემაგრებინათ. მეთვალყურეს ბინა იქვე მიეცემოდა და თვეში ხელფასის სახით ოთხიდან ექვს თუმნამდე დაენიშნებოდა. ხარჯი სამივე (საისტორიო, საეთნოგრაფიო და საეკლესიო) მუზეუმს უნდა გაენაწილებინა. საქმის ხელმძღვანელობა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს და იროდიონ თომას ძე სონღულაშვილს დაევალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20104 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20104]; წვდომის თარიღი: 2020-09-29