ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, სასკოლო სექციას უნდა შეესწავლა სხვადასხვა კუთხეების მდგომარეობა და შეძლებისამებრ სკოლები გაეხსნა; დაეთვალიერებინა სკოლები; შეედგინა პროგრამები და გამგეობისთვის წარედგინა დასამტკიცებლად; საზოგადოების სკოლებისათვის მასწავლებლები აერჩია; ჩაეტარებინა პედაგოგიური კურსები; საზოგადოების სკოლები სათანადოდ მოეწყო; პედაგოგიური ლიტერატურისთვის თვალყური ედევნებინა და შესაფერისი სახელმძღვანელო აერჩია გამოსაცემად ან თვითონ შეედგინა და საგამომცემლო განყოფილებისთვის მიეწოდებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20118 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20118]; წვდომის თარიღი: 2020-09-29