ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების სექციას უნდა შეედგინა ბიბლიოთეკებისთვის საჭირო წიგნების კატალოგი; საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოებისათვის მიეწოდებინა წიგნები, ჟურნალ-გაზეთები და სხვა საჭირო ნივთები; დახმარებოდა ბიბლიოთეკებს და კიდევ დაეარსებინა ისინი; ბიბლიოთეკები და სამკითხველოები დაეთვალიერებინა; შეედგინა ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოებისთვის წესები და სახალხო კითხვების პროგრამა ქალაქისა და სოფლის აუდიტორიებისათვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20123 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20123]; წვდომის თარიღი: 2020-09-29