ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20489

ფაქტი 20489

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე წარადგინეს საკითხი საზოგადოების მუზეუმისა და წიგნსაცავის მართვა-გამგეობის წესების შემუშავების შესახებ. გამგეობამ საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთა გაერთიანების სურვილი გამოთქვა, მაგრამ გაერთიანებული მუზეუმების მართვაში თანაბარი მონაწილეობა უნდა მიეღო ორივე მხარეს. გამგეობის ეს დადგენილება გრიგოლ რცხილაძისთვის მიუღებელი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20489; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .