ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20693

ფაქტი 20693

1898 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე ჭყონიას წიგნების ანგარიშში გადასცა 35.70 მან., ზაქარია გრიქუროვს – 174 მან., იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში – 100 მან., ასევე გასცა როინაშვილის ნაანდერძევის დასამტკიცებლად – 6 მან., წიგნების გასაგზავნად კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1.14 მან., ილარიონ ჭეიშვილთან – 80 კაპ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 1.20 მან., მ. გაჩეჩილაძესთან – 80 კაპ. ასევე გაისტუმრეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯები, რამაც ჯამში შეადგინა 420.54 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20693; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .