1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მეტეხის ბიბლიოთეკის გამგე ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის ეწოდებინათ: „ბიბლიოთეკა-სამკითხველო მიხეილ გიორგის ძე თუხარლიშვილისა“, რომლის მემკვიდრეები მზად იყვნენ ბიბლიოთეკისთვის შემოეწირათ 300 მანეთი და ასევე რუსული და ქართული წიგნები. გამგეობამ შემოწირულობისთვის თუხარლიშვილის მემკვიდრეებს მადლობა გამოუცხადა, ბიბლიოთეკისთვის სახელის შეცვლაზე კი უარი განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20697 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20697]; წვდომის თარიღი: 2021-04-10