ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20703

ფაქტი 20703

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე გუდაუთის განყოფილების გახსნის შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს გუდაუთელების მოთხოვნა, რომ იქ მცხოვრები 30 ადამიანი მაინც ყოფილიყო საზოგადოების წევრი, გუდაუთელები კი სოხუმის განყოფილების წევრებად იყვნენ ჩაწერილები. გამგეობამ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობები და რჩევები გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20703; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .