ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20711

ფაქტი 20711

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ ქონება, რომელიც მუზეუმს ჰქონდა ნაწილ-ნაწილ მრავალი წლის შრომის შედეგად იყო დაგროვებული. აქედან გამომდინარე, რცხილაძის აზრით, მილიონობით ღირებულების ქონების ბედზე ბევრი უნდა ეფიქრათ, ყველა საკითხი აეწონ-დაეწონათ, გამოეკვლიათ და შემდეგ გადაეწყვიტათ ვის გადასცემდნენ მუზეუმს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20711; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .