1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა „ჯეჯილის“ რედაქტორმა ანასტასია წერეთელმა, რომ ეგნატე ნინოშვილის ფონდიდან გადაეცათ 100 მანეთი, რომელიც სჭირდებოდა განსვენებული მწერლის საფლავზე რკინის მოაჯირის შემოსავლებად. გამგეობამ ა. წერეთელს გადასცა 100 მანეთი და ასევე დაავალა საზოგადოებისთვის წარმოედგინა დანახარჯის ანგარიში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20762 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20762]; წვდომის თარიღი: 2020-07-04