ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20934

ფაქტი 20934

1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა და ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა; სხდომაზე ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნების ანგარიშში 10 მანეთი გადასცეს, ალექსანდრე მირაქოვს – 0.92, ნიკოლოზ ბადრიძეს – 9 მანეთი, ეკატერინე ასათიანისას კი – 3, ასევე წარადგინეს შეძენილი წიგნების სია.

წელი:
1898
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1897-1898

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20934; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .