ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20942

ფაქტი 20942

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ კომისიამ ივანე ჯავახიშვილის, ანატოლი კალგინის, ჰენრიკ გრინევსკის, სიმონ კლდიაშვილისა და პეტრე მამრაძის შემადგენლობით, შეიმუშავა ილიას ძეგლის გადაკეთების პროექტი, რომლისთვისაც საჭირო იყო 1065 მანეთი. გამგეობამ დაამტკიცა მათი პროექტი და ითხოვა ძეგლი აგვისტოში მზად ყოფილიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20942; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .