1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას ნიკო იოსების ძე ლომოურის სახელობის სკოლის დაარსება სურდა, ამ მიზნით 1052 მანეთიც მოაგროვა, მაგრამ თანხის უკმარისობისა და ადგილის უქონლობის გამო განყოფილებამ განზრახვა ვერ განახორციელა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21238 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21238]; წვდომის თარიღი: 2020-10-31