ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21289

ფაქტი 21289

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ალექსანდრე ხახანაშვილის ანდერძი, რომლითაც მან თავისი ქონების დიდი ნაწილი საზოგადოებას დაუტოვა. ექიმ ვლადიმერ ნემსაძის განცხადებით, ნამდვილი ანდერძი იყო სამარაში, ექიმ გაბრიელ ღამბარაშვილთან, რომელიც საზოგადოების განკარგულებას ელოდებოდა. გამგეობამ ანდერძის დამტკიცება და განსვენებულის ქონების მოწესრიგება ალექსანდრე მდივანსა და გრიგოლ რცხილაძეს დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21289; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .