1882 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩხარის სკოლის პედაგოგი ნესტორ სიკოს ძე ცერცვაძე მთავარ გამგეობას წიგნებითა და სასაწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 40 მოსწავლიდან ცხრამეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

წყარო: სახალხო სკოლების მასწავლებლების მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1882-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21445 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21445]; წვდომის თარიღი: 2021-04-18