1882 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნოსირის (სენაკი) სკოლის მასწავლებელი სილიბისტრო თოფურიძე მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 36 მოსწავლიდან უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

წყარო: სახალხო სკოლების მასწავლებლების მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1882-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21498 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21498]; წვდომის თარიღი: 2021-01-18