1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებას 100 წევრი ჰყავდა. განყოფილებასთან არსებობდა ბიბლიოთეკა, სადაც 30 ისტორიული, 80 ბელეტრისტულ-პუბლიცისტური, 10 ბიბლიოგრაფიული, 20 საბავშვო, 7 ხალხური ზეპირსიტყვიერების, 9 სამეცნიერო, 14 დრამატული ხასიათის და 8 სასკოლო სახელმძღვანელო წიგნი ინახებოდა.

წყარო: მიმოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21507 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21507]; წვდომის თარიღი: 2021-01-16