1924 წლის 12 მარტს 13:20 საათზე დაიწყო მორიგი სასამართლო სხდომა კათალიკოს ამბროსის და საკათალიკოს საბჭოს წევრების საქმეზე. დაცვის ადვოკატი კირილე ნინიძე აცხადებდა, რომ მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. კერძოდ, პრესაში ვრცელდებოდა წერილები, სადაც დაცვის ადვოკატებს სინდისით მოვაჭრეებს უწოდებდნენ, რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდნენ - „დანაშაულს წინასწარ კვალიფიკაციას უშვრებიან“, დაცვის მხარე ამ გარეომოებების შესახებ წერილით სასამართლოს მიმართავდა.

წყარო: კომუნისტი, 1924 | 12 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2165 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2165]; წვდომის თარიღი: 2020-08-11