1909 წელს გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძის ინიციატივით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელზეც საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება გადაწყვიტეს. სხდომას ესწრებოდა 48 წევრი, თავმჯდომარე იყო სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე, მდივანი – სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილება დაბა ჩოხატაურში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 21784 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/21784]; წვდომის თარიღი: 2021-01-22