ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21881

ფაქტი 21881

1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე იმსჯელეს, სურდა თუ არა გამგეობას ჟურნალ „განათლებაში“ ჰქონოდა თავისი განყოფილება, სადაც დაბეჭდავდნენ საზოგადოების შესახებ ყველანაირ ცნობებს. გამგეობამ დაადგინა: 1913 წლის 1-ლი იანვრიდან ჟურნალ „განათლებაში“ თავისი განყოფილებისათვის გადაედოთ 20 თუმანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21881; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .