1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა ს. თოფურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნოსირის სკოლაში იმჟამად საჭირო იყო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად შემდეგი სახელმძღვანელოები: იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ – 10 ც., „დედა ენა“ – 18 ც., გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 18 ც., რუსულიდან გ. დიდებულიძის თარგმნილი „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“ – 11 ც., დიდებულიძის ნათარგმანი „ლოცვები განმარტებებით“ – 17 ც., ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“– 14 ც., რუსული წერის დედანი სახატავი ნიმუშებით – 12 ეგზემპლარი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22262 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22262]; წვდომის თარიღი: 2021-01-18