1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელმა ლუკა სვიმონის ძე გაბადაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ დეხვირის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედა ენა“, „სიბრძნე-სიცრუისა“, „კაცია-ადამიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულო წიგნი“, „ვარდბულბულიანი“, თქმული პირველი მეფისა თეიმურაზისა, გურამიშვილის წიგნი, ასპიდის დაფები, ქართულის საწერი დედნები და საწერი კალმები.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22270 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22270]; წვდომის თარიღი: 2021-04-11