1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ 6 თებერვალს სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში მიიღეს 50 წიგნი, მათ შორის 6 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ლოცვანი“ – 3, ჯუღელის „წერის დედანი“ – 1, ი. როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, მ. ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, ახალი აღთქმა - 1, „იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 1, „იგავ-არაკნი, გამოკრებილნი სიბრძნე-სიცრუიდგან და გალექსილნი რაფიელ ერისთავისაგან“ – 3.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22281 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22281]; წვდომის თარიღი: 2021-01-25