ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22310

ფაქტი 22310

1926 წლის 3 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწერს წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას (ყოფილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას), რომ თანახმაა მიიღოს და უპატრონოს საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმს, რომელსაც უნივერსიტეტი მხოლოდ და მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენებს. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22310; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .