1881 წლის 24 დეკემბერს მასწავლებელი ნიკოლოზ ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ სოფელ ახალქალაქის სკოლის შენობის აივანი და კარ-ფანჯრები დარჩა წამალწაუსმელი, რის გამოც სკდებოდა, შენობას აკლდა სხვადასხვა წვრილმანი. სკოლას დიდ სარგებლობას მოუტანდა გამგეობა, თუ 80-100 მანეთს შესწირავდა.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22455 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22455]; წვდომის თარიღი: 2020-06-06