1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მოსწავლეთათვის გამოეგზავნათ ადვილად საკითხავი წიგნები. მისი აზრით, მსგავსი წიგნები სასარგებლო იყო ხალხში წიგნის კითხვის გავრცელებისთვის.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22502 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22502]; წვდომის თარიღი: 2021-04-11