1915-1916 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) 40 ბავშვი გამოცხადდა. მშობლების გადასახლების გამო წლის განმავლობაში სკოლა 10-მა მოსწავლემ დატოვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22711 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22711]; წვდომის თარიღი: 2021-01-22