1921 წლის 22 აპრილს საინგილოს ქართული სკოლის გამგემ, გიორგი ჭუმბურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი წიგნები სთხოვა. გამგეობამ საინგილოს ქართულ სკოლებს უფასოდ გადასცა „დედა ენის“ პირველი ნაწილი – 150 ცალი, მეორე ნაწილი – 100, „აკიდო“ – 60, ანგარიშის წიგნი – 20 და რვეული – 100 ცალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 22933 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/22933]; წვდომის თარიღი: 2021-04-11