ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23020

ფაქტი 23020

1921 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ვ. ბურჯანაძის მოხსენება, რომელიც ეხებოდა გადამწერი თ. ჯარიაშვილისთვის თანხის მიცემას. სამი თვის განმავლობაში ჯარიაშვილი თავისი სამსახურით გათვალისწინებული სამუშაოს გარდა ასრულებდა ხაზინადრის მოვალეობას. მომხსენებლის აზრით, ჯარიაშვილს უნდა მიეღო ხაზინადრისთვის გადადებული ჯამაგირი. გამგეობამ დაადგინა, ზაფხულის თვეებში გაწეული ზედმეტი შრომისთვის მიეცა თამარ ჯარიაშვილისთვის 150000 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23020; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .