ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23458

ფაქტი 23458

1912 წლის 1 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება საზოგადოების მუზეუმისა და საისტორიო საეთნოგრაფიო მუზეუმების გაერთიანების შესახებ. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა უსასყიდლოდ შეესრულებინა მუზეუმის გამგის მოვალეობა, ხოლო მის თანაშემწეებად აერჩია ის პიროვნებები, რომლებსაც თავად ისურვებდა. ასევე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს სთხოვა წარმოედგინა მუზეუმის სრული კატალოგი და ეზრუნა მუზეუმის განახლებისთვის, რისთვისაც გამგეობამ 10 თუმანი გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23458; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .