1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის მოიჯარეებს ხელის შეწყობა სჭირდებოდათ, რათა მამულში 9 დესეტინა მიწის ფართობზე გაეშენებინათ ვენახი, 4 დესეტინაზე – ხილის ბაღი, მოეწყოთ სანერგეები და სხვ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23460 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23460]; წვდომის თარიღი: 2020-09-20