ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23498

ფაქტი 23498

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ჟურნალ „განათლების“ რედაქტორის განცხადება, რომ სურს იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად გამოსცეს კრებული, რისთვისაც ესაჭიროება ფულადი დახმარება. გამგეობა მიესალმა რედაქტორის განზრახვას, მაგრამ უსახსრობის გამო ფულად დახმარებაზე უარი განუცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23498; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .