1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ ქველმოქმედთა – პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების – სახელობის სტიპენდიას ვადა 1916 წელს გასდიოდა და შესაძლებელი იყო, შემდგომ გამგეობას მათთვის ეთხოვა, შემოწირულობა დანიშნულების განსაზღვრის გარეშე გაეღოთ, ამით გამგეობას საშუალება მიეცემოდა შემოწირული თანხა პირველდაწყებითი განათლების გასავრცელებლად გამოეყენებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 23781 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/23781]; წვდომის თარიღი: 2021-04-15