ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23821

ფაქტი 23821

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ მოხსენება გააკეთა ფილიპე მგელაძემ, რომლის საფუძველზეც გამგეობამ დაადგინა, რომ მიეწერათ სკოლის მზრუნველ არისტოფანე რამინიშვილისთვის, მიეღო მნიშვნელოვანი ზომები სკოლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაითხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან. ამ პერიოდში სკოლაზე თვალ-ყურის დევნება გრიგოლ ბურჭულაძეს დაევალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23821; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .