ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24350

ფაქტი 24350

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საბავშვო წიგნების გამოცემის შესახებ და დაადგინეს, რომ უნდა გამოიცეს ქართველ მწერალთა ორიგინალი საბავშვო ნაწარმოებები ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილის, იროდიონ ევდოშვილის, გიორგი ქუჩიშვილის, პარმენ ცახელის, ვარლამ რუხაძის, ეკატერინე გაბაშვილის და სხვა, მათ შორის ვაჟა-ფშაველას საყმაწვილო პოემები, მოთხრობები და ლექსებიც. ვაჟას მემკვიდრეებთან მოლაპარაკება მიენდო ლუარსაბ ბოცვაძეს. გამგეობა დაეთანხმა სექციის დადგენილებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24350; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .