ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24351

ფაქტი 24351

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის საპროტოკოლო დადგენილების საფუძველზე შედგენილ 13 პუნქტიან ხელშეკრულებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და, მეორე მხრივ - იტალიის სამეფოს ქვეშევრდომი ლუჩიანო დე ბლასი (დეპლასი). ეს უკანასკნელი კისრულობს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასადგმელად საჭირო 5000 მანეთად ღირებული სამუშაობის წარმართვას ინჟინერ პეტრე მამრაძის პროექტითა და მისივე ზედამხედველობით. ნაკისრი ვალდებულების შესრულების თარიღად დათქმულია 29 აგვისტო (უკანასკნელი ვადაა 15 სექტემბერი). პირობის დარღვევის შემთხვევაში დე ბლასიმ წერა-კითხვის საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა და გადაუხადოს პირსაგამტეხლო 500 მანეთი, რის შემდეგაც გამგეობა უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს სხვა შემსრულებელი. წინამდებარე ხელშეკრულების ნოტარიალურად გაფორმებას მხარეები 1911 წლის 10 აგვისტომდე გეგმავენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24351; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .