ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24458

ფაქტი 24458

1914 წლის 7 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილმა გაუგზავნა 1914 წლის 20 აგვისტოს ცხინვალში ჩატარებული კრების ოქმი და კრებაზე არჩეულ წევრთა სია და სთხოვა, მის სახელზე საზოგადოების განყოფილების გახსნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის გამოგზავნა. ამით ის დაუმტკიცებდა ცხინვალის საზოგადოებას, რომ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24458; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .